14 ივნისი 2026,   16:35
ვრცლად
რუსთავში უკანონო სახერხ საამქროს მიაკვლიეს

უკანონო სახერხ საამქროს მიაკვლიეს გარემოს დამცველებმა რუსთავში. მოქალაქეს ეზოში, ლენტური ტიპის უკანონო საამქრო ჰქონდა მოწყობილი.

ტერიტორიიდან ამოღებულია მუხისა და წიფლის სახეობის 6 ერთეული მორი, 15 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და 18 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ. გარბილი.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

დღის ამბები