ბრალის ოფიციალური წარდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება კახეთში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავისთვის - 37 წლის მამაკაცი თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
მკვლელობა ორი დღის წინ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო და მოგვიანებით, სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. მოკლული 25 წლის მამაკაცია. "კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტი, რასაც მკვლელობა მოჰყვა, მხარეებს შორის წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.