01 ივლისი 2026,   12:38
ვრცლად
უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ შორის - ყირიმში, აფეთქებების ხმა ისმოდა

ომის 267-ე დღეს უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთ-ერთი მათგანი ანექსირებულ ყირიმში, ერთ-ერთ ქალაქში მოხდა.

პარალელურად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსული ომის შედეგად დაღუპული ბავშვების სტატისტიკა განაახლა - ამ დროისთვის ომს 431 არასრულწლოვანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 835-ია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, გრძელდება უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. როგორც ცნობილია, მიკოლაივში წყლის მიწოდება მალე განახლდება, ხერსონში კი ელექტროენერგია სრულად აღდგება.

დღის ამბები