კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, საქართველო პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ორგანიზატორი ბაზრის ხუთი მარეგულირებელი უწყებაა - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, კომუნიკაციების კომისია, ეროვნული ბანკი და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება.
"მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, გარდა იმისა, რომ სემეკთან არის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი - ენერგოომბუდსმენი, ჩვენ ყოველწლიურად გარდა ამისა ათასზე მეტ განცხადებას ვიხილავთ საჯარო სხდომაზე, სადაც მომხმარებლები თვლიან, რომ ირღვევა მათი უფლებები, მიიღება გადაწყვეტილებები, ხდება არასწორად დარიცხული ან ზედმეტად დარიცხული თანხების ჩამოწერა," - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.