14 ივნისი 2026,   16:37
ვრცლად
მცხეთის რაიონული სასამართლო 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის არსებით განხილვას იწყებს - ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ

მცხეთის რაიონული სასამართლო 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის არსებით განხილვას იწყებს. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ და სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობით მიმართავენ.

ცხვარიჭამიაში დაბადების დღის წვეულებაზე დაპირისპირება ორ სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა, სადაც 20 წლის მირიან კუკავა დანით სასიკვიდლოდ დაიჭრა.

საქმეზე 8 პირი დააკავეს. ნაწილს გამოძება ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავება, ხოლო დავით ჯიჯეიშვილს 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობა ედება ბრალად.

დღის ამბები