01 ივლისი 2026,   16:18
ვრცლად
დაღუპულები და დაშავებულები - სტამბოლში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი

სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად არიან დაღუპულებიც, ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ განაცხადა. 

"დღეს, დაახლოებით 16:20 საათზე, ბეიოღლუს რაიონში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ადგილზე გაგზავნილ იქნა პოლიციის დანაყოფები, ექიმები, მეხანძრე-მაშველები. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები," - განაცხადა გუბერნატორმა. 

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი, 36-მდე კი დაშავდა. 

ისტიკლალის ქუჩა, ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიიდან მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები