01 ივლისი 2026,   16:18
ვრცლად
ავარიის შედეგად ეგვიპტეში 21 ადამიანი დაიღუპა

ავარიის შედეგად ეგვიპტეში 21 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი არხში ჩავარდა. ავარიის დროს ავტობუსში 35 მგზავრი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის უცნობია, რატომ დაკარგა კონტროლი საჭეზე მძღოლმა და ზუსტად რა გახდა ავტოკატასტროფის მიზეზი.

დღის ამბები