01 ივლისი 2026,   15:03
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კამბოჯაში მიმდინარე სამიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

სამხედრო წარმატებების მიღწევას უკრაინა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ახერხებს, ამასთან ქვეყნის პირველი პირები ყოველდღიურად ცდილობენ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდონ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კამბოჯაში მიმდინარე სამიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებას დაუდასტურა, რომ ამერიკა მზად არის უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმაროს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნება უკრაინელი ხალხის გამბედაობის და მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარების დასტურია.

"ჩვენ სწორედ მაშინ ვხვდებით, როდესაც უკრაინამ ეს ესაა გაათავისუფლა ქალაქი ხერსონის რეგიონში. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინელი ხალხის გასაოცარ გამბედაობას, ასევე იმ ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას აქვს მსოფლიოს ქვეყნებიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებიდან," - აცხადებს ბლინკენი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ხერსონის მოქალაქეების ცრემლები ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერების ცრემლებიც არის.

"მინდა ამერიკის ხალხმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ იცოდეს, რომ ხერსონის რეგიონისა და ქალაქ ხერსონის მოსახლეობა უკრაინელ ჯარისკაცებს სიხარულის ცრემლებით მიესალმა. ეს არის ასევე მადლიერების ცრემლებია შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ, ვინც დაგვეხმარა რუსეთი გვეიძულებინა, უკან დაეხია," - თქვა კულებამ.

დღის ამბები