01 ივლისი 2026,   14:25
ვრცლად
პერუში ანტისამთავრობო გამოსვლები დაპირისპირებაში გადაიზარდა

პერუში ანტისამთავრობო გამოსვლები დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალა. დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. პედრო კასტილიოს კორუფციის ბრალდებებს უყენებენ.

BBC-ის ცნობით, ის 6 კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. თავად პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. საპროტესტო ტალღამ ქვეყნის ბევრი ქალაქი მოიცვა. როგორც დასავლური მედია წერს, პერუ არაერთი პრობლემის წინაშე დგას, როგორებიც არის მაგალითად ცხოვრების ხარჯების ზრდა და სიღარიბე.

დღის ამბები