01 ივლისი 2026,   20:37
ვრცლად
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის 2026-2027 წლების პრეზიდენტი უწყებაა

დღეიდან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026-2027 წლების პრეზიდენტი უწყებაა.

ICPEN-ის პრეზიდენტობის ფარგლებში, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, უწყება მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ICPEN-ის პრეზიდენტობის პერიოდში, წევრ ქვეყნებთან ერთად, სამ პრიორიტეტულ საკითხზე იმუშავებს: გააძლიეროს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების, გლობალური სტანდარტების შემუშავების და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით; გააძლიეროს ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები; გააძლიეროს ახალგაზრდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებები გამოცდილ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებით.

ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილია - „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ (Building Trust in the Digital Age).

მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 80-ზე მეტ წევრ ქვეყანას და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს.

 

დღის ამბები