01 ივლისი 2026,   21:42
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონისა და დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობას, მათ შორის, უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტებისა და ეკონომიკური დერეფნების განვითარების საკითხებს.

მიხეილ ყაველაშვილმა აფრიმ გაშის მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

 

დღის ამბები