რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას განაგრძობს - საჰაერო შეტევა იყო ღამით კიევის ოლქზე. გუბერნატორის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთ დასახლებაზე მოხდა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დეტალები უცნობია.
თავდასხმა მოხდა ზაპოროჟიაზეც. მძიმე ბრძოლები გრძელდება ჰერსონში. ხელისუფლება მოქალაქეებს მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ ნაწილისკენ გადასვლას ურჩევს.
სექტემბერში გათავისუფლებულ იზიუმში 450-მდე ცხედარი აღმოაჩინეს. ხარკოვის ოლქში ნაპოვნი მასიური საფლავებიდან კი 1000 ცხედრის ექსჰუმაცია უკვე განხორციელდა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების ცხედრებიცაა. გარდა ამისა, უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დასახლებებში აღმოჩენილია 58 მასობრივი სამარხი.