ორწლიანი პაუზის შემდეგ, დედაქალაქში "თბილისობის" დღესასწაული იმართება. რიყის პარკი, ლეღვთახევი, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნები - ადგილებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი ვრცელია.
მრავალფეროვანია დაგეგმილი აქტივობებიც. დღევანდელ დღეს გალა კონცერტი დაასრულებს, ხვალ კი საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.