04 ოქტომბერი 2026,   22:01
ვრცლად
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი "Smart Stay 3.0" მესამედ ჩატარდა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი Smart Stay 3.0 მესამედ ჩატარდა.

ჰაკათონის გამარჯვებული გახდა გუნდი Suppl AI. პროტოტიპის შემდგომი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის გამარჯვებულს სააგენტოსგან 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

ჰაკათონში მონაწილეობა 19 გუნდმა მიიღო, თელავის ტექნოპარკის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიასა და სამუშაო სივრცეში მონაწილეები 36 საათის განმავლობაში მუშაობდნენ სტუმარმასპინძლობისა და სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და პროტოტიპების შექმნაზე.

დღის ამბები