"ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა "ვივამედში", რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა", - ამის შესახებ პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.
"2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა "ვივამედში", რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები", - აღნიშნავს სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებაში.