05 ოქტომბერი 2026,   23:57
ვრცლად
გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო სკოლების ამჟამინდელი ვითარება, ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) დირექტორი გიორგი შონია, მგფ-ის დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე ირაკლი ლიჩელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

დღის ამბები