თბილისში, ხილიანის ქუჩაზე, კაცს საკუთარი იარაღია გაუვარდა, შემთხვევის შედეგად კი თავად დაიჭრა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.