05 ოქტომბერი 2026,   20:23
ვრცლად
რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონს რაკეტებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონს რაკეტებით შეუტიეს - დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი; დაზიანდა 10-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, ავტომობილები და ადმინისტრაციული შენობა.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტი მწყობრიდანაა გამოსული. უწყება ადასტურებს, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიების სიღრმეში, სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს.

ამ ფონზე კი, უკრაინამ და გერმანიამ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის ახალ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

დღის ამბები