30 იანვარი 2023,   09:09
ვრცლად
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასკოლო რესურსების შესწავლის საკითხზე ზეპირი მოსმენები დაასრულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასკოლო რესურსების შესწავლის საკითხზე ზეპირი მოსმენები დაასრულა. ჯგუფის წევრებმა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს და სექტორში არსებულ გამოწვევების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. საბოლოო დასკვნაში კი მოცემული იქნება რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სივრცის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

"მოკვლეული იქნა სასკოლო რესურსებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ინფრასტრუქტურის, სასწავლო გეგმის, წიგნების, სახელმძღვანელოების, გრიფირების წესთან დაკავშირებული პრობლემები, განისაზღვრება ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სასკოლო საგანმანათლებლო სივრცის მკვეთრად გაუმჯობესებას," - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები