ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი იმყოფება - როგორც თვითმხილველები "კურიერთან" ამბობენ, მან შენობაში შესვლის დროს გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ამის შემდეგ კი 10-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის. შენობაში იმყოფებიან ბანკის თანამშრომლები და ასევე, მომხმარებლები.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბანკში მყოფი ერთი პიროვნება უსაფრთხოდ გამოიყვანა, თუმცა ცნობები, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია.