04 ივლისი 2026,   03:02
ვრცლად
რუსეთზე დაწესებული სანქციები უკვე მოქმედებს - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

რუსეთზე დაწესებული სანქციები უკვე მოქმედებს - ამის შესახებ NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებმა დაარტყა რუსეთის უნარს აწარმოოს მოწინავე იარაღი, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის წარმოება. რობ ბაუერის განცხადებით, უკრაინული ჯარის წარმატება ბრძოლის ველზე უკრაინელი სამხედროების NATO-ს სტანდარტებით გადამზადების შედეგია, რუსები კი მოძველებული მეთოდებით იბრძვიან.

"მათ სულ უფრო და უფრო ეშლებათ ხელი სანქციებით, რადგან კომპონენტების ნაწილი, რომლებიც მათ იარაღისთვის სჭირდებათ დასავლური წარმოებისაა. ჩვენ ახლა ვხედავთ ამის პირველ სერიოზულ ნიშნებს მათი წარმოების უნარის თვალსაზრისით, მაგალითად, ფრთოსანი რაკეტების ჩანაცვლებასთან და უფრო მოწინავე იარაღთან დაკავშირებით. თუმცა, რამდენადაც ვიცით, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმაოდ დიდი სამრეწველო ბაზისი. შეუძლიათ ბევრი საბრძოლო მასალის წარმოება და მათ ჯერ კიდევ აქვთ ბევრი საბრძოლო მასალა," - აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რობ ბაუერი.

დღის ამბები