უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, ოკუპირებული ყირიმი უკრაინამ დიპლომატიური გზით დაიბრუნოს.
"სხვა გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე, შესაძლოა, ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს", - აღნიშნა ზელენსკიმ, თუმცა მეტი კონკრეტიკა არ ისურვა.
"სხვა შანსი არ არის, უბრალოდ გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით იქნას დაბრუნებული. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს. პირთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით. თუმცა, ეს ჩემი მოსაზრებაა. უკრაინა შეძლებს მშვიდად იცხოვროს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს," - აცხადებს ზელენსკი.