05 ივლისი 2026,   01:51
ვრცლად
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო

სომხეთის დედაქალაქში ნიკოლ ფაშინიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო. აქცია რესპუბლიკის მოედანზე სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარეობს. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

პარალელურად კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმერ პუტინთან. მათ საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს. განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ემანუელ მაკრონთანაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ხელი შეუწყოს დიალოგს და მშვიდობას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს გარდაცვლილია 135 ადამიანი, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.


დღის ამბები