03 ივლისი 2026,   05:17
ვრცლად
ახლა რუსულად მინდა მივმართო ჩვენს "ამხანაგებს", კრივოი როგზე თქვენს სარაკეტო იერიშს დღეს არანაირი სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, კოლონას, რომლითაც ზელენსკი გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირდა - სამართალდამცველები მომხდარს იძიებენ.

უკრაინაში ომის 204-ე დღეა - კრივოი როგში მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. მოსახლეობის ტერიტორიიდან გაყვანა რუსული ძალების დაბომბვის გამო მდინარეში წყლის დონის აწევას უკავშირდება. აფეთქების ხმა ისმოდა კიროვოგრადში. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ შეტევები მოიგერია.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 400-მდე ოკუპირებული დასახლება უკვე გაათავისუფლეს - მათ შორის არის ხარკოვის რეგიონის რამდენიმე სოფელი. ხარკოვში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.

"ჩვენი ხარკოვის რეგიონიდან დავბრუნდი, ის ადგილები ვნახე, რომელიც გაათავისუფლეს. მართალია დღეის მონაცემებით, რეგიონის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები ახერხებენ იმას, რაც შეუძლებლად მიაჩნდათ. ხარკოვი რუსეთს 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. ისინი მხოლოდ ანადგურებენ, მხოლოდ ართმევენ და მიაქვთ.

ახლა რუსულად მინდა მივმართო ჩვენს "ამხანაგებს" - კრივოი როგზე თქვენს სარაკეტო იერიშს დღეს არანაირი სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა. თქვენ დაარტყით ასობით ათას ჩვეულებრივ მოქალაქეს. თქვენ დარჩებით ტერორისტებად, რომლისაც თქვენს შვილიშვილებს შერცხვებათ.

კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმა იყო საზიზღარი აქტი, რუსების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები