ელექტროენერგიის ახალი გადამცემი ინფრასტრუქტურა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. დასრულებული მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტი - ახალი ე.წ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.
ძველ ელექტროგადამცემ ხაზ "გარდაბანს", რომელიც ექსპლუატაციაში იყო 1958 წლიდან საექსპლუატაციო რესურსი ამოწურული ჰქონდა. სპეციალისტების შეფასებით, ახალი ენერგეტიკული ობიექტი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და უსაფრთხოებას.