04 ივლისი 2026,   19:08
ვრცლად
ჩარლზ lll მეფედ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება - ცერემონიის ტელევიზიით გადაცემა ისტორიაში პირველად მოხდება

დღეს, ჩარლზ lll, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად გამოცხადდება. 

დღის განმავლობაში დაგეგმილია შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ლონდონის დროით დილის 10:00 საათი: სენტ-ჯეიმსის სასახლეში, შესაბამის საბჭოზე მოხდება ჩარლზ lll-ის მეფედ გამოცხადება. საბჭოს სხდომას დაესწრება მისი ვაჟი უილიამი, რომლის ახალი ტიტულიც უელსის პრინცია.

ცერემონიის ტელევიზიით გადაცემა ისტორიაში პირველად მოხდება. მას დაესწრებიან მრჩევლები, მოქმედი და ყოფილი მინისტრები, ასევე მაღალი რანგის სასულიერო პირები.

ამის შემდეგ, მეფე გამართავს თავის პირველ საიდუმლო საბჭოს - გაერთიანებული სამეფოს უძველეს სამუშაო საკანონმდებლო ასამბლეას, კამილასა და უილიამის თანხლებით და გააკეთებს პირად განცხადებას დედოფლის გარდაცვალების შესახებ და დადებს ფიცს.

ლონდონის დროით დილის 11:00 საათი: ამ დროისთვის ჩარლზ lll უკვე ხელმწიფეა. მთავარი პროკლამაცია წაიკითხება სენტ-ჯეიმსის სასახლის აივნიდან. ამას როგორც წესი თან ახლავს საზეიმო ხასიათის ხმოვანი სიგნალი და ერთდროული იარაღით მისალმებები ჰაიდ პარკსა და ლონდონის თაუერში.

ლონდონის დროით 14:00 საათი: უფროსი დეპუტატები, სავარაუდოდ, დადებენ მეფისადმი ერთგულების ფიცს, სამძიმარი პარლამენტში საღამოს 10 საათამდე გაგრძელდება. ყველა დეპუტატს ექნება შესაძლებლობა დადოს ფიცი, როდესაც პარლამენტი 10 დღიანი გლოვის შემდეგ სამუშაოს დაბრუნდება, მაგრამ ეს არ არის ფორმალური მოთხოვნა.

დღის ამბები