დარტყმა ქალაქ ნიკოპოლზე - ღამით რუსულმა ჯარებმა ქალაქს მძიმე არტილერიით შეუტიეს. დაზიანებულია ადგილობრივი სკოლა და 10-მდე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის მაღალსართულიანი კორპუსები.
ოკუპანტებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფელზე, დაშავებულია 2 ადამიანი. განადგურდა 16 სახლი.
რუსულმა ძალებმა ღამით 40-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქი. საჰაერო განგაშის და აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეს ოლქშიც.