27 იანვარი 2023,   21:49
ვრცლად
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამშრომელს გაათავისუფლებენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამშრომელს დაითხოვენ , - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თანამდებობის პირების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი მათი არაეფექტური მუშაობა გახდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერს მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური დანაკარგი მიაყენეს, რის გამოც რუსულ არმიას ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება სულ უფრო უჭირს.

"ჩვენი სახელმწიფოს შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს დამპყრობლებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ზარალის მიყენება. რუსულ არმიას სულ უფრო უჭირს პოზიციების შენარჩუნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, ვანადგურებთ მიწოდების ჯაჭვს ოკუპანტებისთვის, ვპოულობთ და ვანეიტრალებთ კოლაბორანტებს. პერსპექტივა ცხადი - უკრაინული დროშა იფრიალებს ჩვენს ყველა ქალაქსა და სოფელში, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საინფორმაციო კავშირი ადგილზე მყოფ მოსახლეობასთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკავშირდება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, სადაც საკადრო რევიზია მიმდინარეობს. განიხილება 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ერთია - მათი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები