



ბინების დღიურად ქირაობა ძალიან მოთხოვნადი გახდა. გარიგების ამ ტიპს მიმართავენ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ უკვე ტურისტებიც. ქვეყნის უცხოელი ვიზიტორებისთვის დღიურად ბინის ქირაობა ფინანსურად ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე რომელიმე ფეშენებელურ სასტუმროში გაჩერება. ბუნებრივია კომფორტის თვალსაზრისით ეს ორი შეთავაზება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ ის, ვინც ბინას დღიურად ეძებს, ამის შესახებ ინფორმირებულია.
თბილისში ბინების დღიურად ქირაობა area.ge-ზე ყველაზე მოსახერხებელია. შეთავაზებები და ფასები ერთმანეთისგან ლოკაციის, კომფორტისა და რემონტის მიხედვით განსხვავდება. ტურისტულად აქტიურ უბნებში, როგორიცაა ძველი თბილისი, სოლოლაკი, მთაწმინდა მოთხოვნაც უფრო დიდია და ფასებიც, ვითარება იცვლება გარეუბნებისკენ გადანაცვლებისას.
რა ღირს ბინები დღიურად თბილისში?
დღიურად ბინები აქტიურად ქირავდება როგორც ძველ, ასევე ახალაშენებულ კორპუსებში. განსაკუთრებული პოპულარობით ერთ საძინებლიანი, სტუდიოს ტიპის ბინები სარგებლობს, თანამედროვე ინტერიერით, მინიმალური ავეჯითა და აუცილებელი კეთილმოწყობით.
მთაწმინდა, ვერა, სოლოლაკში კეთილმოწყობილი ბინის დღიურად ქირაობა 100-300 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, ამ ფასში მოიაზრება ბინა ავეჯით და ყოველდღიური მოხმარებისთვის აუცილებელი ნივთებით.
დიდუბეში ფასები ძალიან მრავალფეროვანია - 30 ლარადაც შესაძლებელია ერთსაძინებლიანი ბინის დღიურად ქირაობა და 80 ლარადაც, ძველი თბილისის უბნებთან შედარებით აქ მაქსიმალური ღირებულება ამ დროისთვის 100 ლარია.
ვითარება საგრძნობლად იცვლება ვაკესა და ბაგებში - საწყისი ფასი უფრო მაღალი ნიშნულიდან იწყება და ზედა მაჩვენებელი 500-600 ლარზეც ადის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში ვაკეში 100 ლარად დღიურად ბინას ვერ ნახავთ.
საბურთალოზე ბინების ფასები ახალაშენებულ და ძველაშენებულ კორპუსებში საკმაოდ განსხვავდება, თუ ძველ პროექტში ერთი დღით ბინას 60 ლარად იქირავებთ, ახალაშენებულში ამისთვის თითქმის ორმაგის გადახდა მოგიწევთ. საბოლოო ჯამში საბურთალოზე ბინის ქირაობა 60-300 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
გარეუბნებში კიდევ უფრო დაბალია ფასები - 20- 30 ლარად მარტივად იპოვით ბინას დღიურად, თუმცა აქაც არის ისეთი შეთავაზებები, რომლის ფასიც მაღლა იწევს.
შესაძლოა ფასთა შორის დიდი სხვაობა არ იყოს, თუმცა მაძიებელს ნამდვილად ეძლევა საშუალება მინიმალური სხვაობის მიუხედავად ისეთი ბინა იქირაოს დღიურად, რომელიც მისთვის კომფორტული და ამავდროულად ფინანსურად ხელსაყრელი იქნება.
ვინ და რა პერიოდით ქირაობს ბინებს დღიურად?
თბილისში ბინები დღიურად ძირითადად მაშინ ქირავდება, როცა ადამიანს ბინა ერთ თვეზე ნაკლები დროით, ან ერთი ან რამდენიმე დღით სჭირდება. ეს შეთავაზება მომგებიანია მათთვისაც, ვინც დედაქალაქს რამდენიმე დღით სტუმრობს, რადგან ეს მათთვის შედარებით იაფი საშუალებაა, ვიდრე სასტუმროში წასვლა. აქედან გამომდინარე ხშირია, ბინის დღიურად ქირაობა ტურისტული მიზნებისთვის. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანები ბინას დღიურად განმარტოებისთვის ან პირიქით, შეკრებებისთვის ქირაობენ.
Ⓡ