30 ივნისი 2022,   02:18
ვრცლად
საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეროვნული ტრენინგები იწყება

საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეროვნული ტრენინგები იწყება. ტრეფიკინგის საკითხებზე პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა ეუთოსა და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. რომლის მიზანი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პროფესიონალთა გადამზადებაა.

ტრენინგები გამომძიებლების, პროკურორების, შრომის ინსპექტორების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და მსხვერპლებთან მომუშავე პერსონალისთვის ჩატარდება.

დღის ამბები