26 სექტემბერი 2026,   02:19
ვრცლად
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ქართულ ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიმართა - ღონისძიება აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიეძღვნა

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" ორგანიზებით, გაიმართა ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება; ღონისძიება აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს მიეძღვნა.

დღის პირველი ნაწილი ჭიდაობის ჩემპიონატს დაეთმო, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი, 2010-2011 წლებში დაბადებული ვაჟი სპორტსმენები. ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები და მედლები გადაეცათ.

ღონისძიებას, საპატიო სტუმრების რანგში, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, "აფხაზეთის მეომართა კავშირის".

დღის ამბები