26 სექტემბერი 2026,   16:42
ვრცლად
"აზერბაიჯანისა და საქართველოს ტანდემი შუა კორიდორის მნიშვნელობას განსაკუთრებით გამოყოფს" - ნინო წილოსანი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს დაესწრო. ღონისძიება 25-26 სექტემბერს, ბაქოში იმართება. განიხილება რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და გლობალური კავშირები.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ინვესტორები, სახელმწიფო უწყებების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

"აზერბაიჯანის და თითოეული ამ რეგიონის სახელმწიფოს სიძლიერე ქმნის შუა დერეფნის კორიდორს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს. მივესალმებით აზერბაიჯანის პროგრესს და იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც მას აქვს, თუმცა ამ ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოზეც გაკეთდა, რადგან აზერბაიჯან-საქართველოს ტანდემი შუა კორიდორის მნიშვნელობას განსაკუთრებით გამოყოფს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი.

დღის ამბები