30 სექტემბერი 2026,   09:53
ვრცლად
დღეიდან დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, გრძელდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება.

პროკურატურა ბრალდებულებს - ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. ბრალდებულების უფლებადამცველების განმარტებით საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. პარალელურად, საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი.

დღის ამბები