რა ვითარება და რა გამოწვევებია საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის სექტორში - თემაზე სასაუბროდ ამ სფეროში მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი შეხვდა.
ყურადღება გამახვილდა ორმხრივ მთავრობათაშორის შეთანხმებებზე “საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“, რომლებიც გაფორმებულია 34 პარტნიორ ქვეყანასთან. შეხვედრაზე სააგენტოში მიმდინარე სიახლეებზეც ისაუბრეს.