ბაქომ ევროპის ფედერაციის საწყლოსნო კონგრესს უმასპინძლა. მონაწილეებს ცოდნა, გამოცდილება და რეკომენდაციები საერთაშორისო მომხსენებლებმა გაუზიარეს.
კონგრესის მიზანი ევროპის საწყლოსნო სპორტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, მიღწეული შედეგების შეფასება და წევრ ფედერაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
"ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ შარშან ამ ღონისძიებას კონგრესმა საქართველომ უმასპინძლა თბილისში. ეს შეხვედრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო დავხვეწოთ და განავითაროთ საერთაშორისო დონეზე ჩვენი ფედერაცია," - განაცხადა საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მამუკა მურჯიკნელმა.