ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ პროგნოზირებს.
"ლარის რადიკალურ გაუფასურებას არ ველოდებით და შეიძლება, მნიშვნელოვნად არც გაუფასურდეს. ლარის გაუფასურებას ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ - თუ ჯიხურებთან არ დავაყენებთ რიგებს და თუ ბიზნესი არ დაიწყებს ლარის გადახურდავებას, ეს არ მოხდება.
ეკონომიკურ კონტექსტში ლარს გაუფასურება არ უწერია, თუ მდგომარეობას ჩვენ არ დავძაბავთ,"-აცხადებს ვახტანგ ჭარაია.