10 ოქტომბერი 2026,   19:48
ვრცლად
ილია სულამანიძე: ჩემი გრძნობა ერთადერთი სიტყვით აიხსნება - თავი მგონია სიზმარში, ახლა ვნატრობ, არ გამომეღვიძოს

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერაში პირველად დაეუფლა უმაღლესი სინჯის მედალს.

"ჩემი გრძნობა ერთადერთი სიტყვით აიხსნება - თავი მგონია სიზმარში. ახლა ვნატრობ, რომ არ გამომეღვიძოს და იმედია, არ გამომეღვიძება. ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, ვფიქრობ, რომ 100%-იანი, 99%-იანი ფორმა მქონდა დღეს საშეჯიბროდ, ყველაფერი ისე კარგად გავიარეთ, ისე დავგეგმეთ, რომ სხვანაირად არ შეიძლება და ძალიან დამაზარალებდა მე თუნდაც ფინალამდე, ან ფინალში წაგება. ძალიან დიდი წარმატებაა მთელი საქართველოსთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე შევეცდები, რომ ეს ოქროს მედალი, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ ოქროს მედლითაც გავამეორო,"- აცხადებს ილია სულამანიძე.

დღის ამბები