10 ოქტომბერი 2026,   15:01
ვრცლად
თურქეთში სამართლის საერთაშორისო სამიტი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ესწრებოდა დასრულდა

თურქეთში სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა. ორდღიან ღონისძიებას 50-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, მოსამართლე, ადვოკატი და სხვადასხვა წრის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალიაც.

მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანელ და რუმინელ კოლეგებთან. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. მანამდე დამსწრეებს სიტყვით მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

დღის ამბები