10 ოქტომბერი 2026,   10:59
ვრცლად
ძლიერი ტურბულენტობის შედეგად ნიუ-იორკისკენ​ მიმავალ Avianca-ს რეისზე რამდენიმე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაშავდა  

კოლუმბიური ავიაკომპანია Avianca-ს განცხადებით, ნიუ-იორკისკენ მიმავალ რეისზე მოულოდნელი ტურბულენტობის გამო რამდენიმე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაშავდა, რის გამოც თვითმფრინავი მაიამიში დაეშვა.

აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა ძლიერი ტურბულენტობის შესახებ განაცხადა, Avianca-ს 42-ე რეისი პარასკევს, დაახლოებით 03:25 საათზე, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.

ავიაკომპანიის განცხადებით, ტურბულენტობის შედეგად ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი დაშავდა. მაიამის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში რვა ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ერთი მიღებული ტრავმით.

თვითმფრინავი მედელინიდან გაფრინდა და ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიემართებოდა. Avianca-ში განმარტავენ, რომ მარშრუტის ცვლილება მაიამის მიმართულებით "უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე" მოხდა და ამჟამად მგზავრებს ნიუ-იორკში გამგზავრებაში ეხმარებიან.

"Avianca ინარჩუნებს კონტაქტს დაშავებულ მგზავრებთან და ეკიპაჟის წევრებთან. ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება არის და დარჩება ჩვენი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად" - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები