"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებლისა და გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის განცხადებით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები საკონკურსო პირობებით უნდა შემცირდეს, თუმცა მისივე თქმით, არსებობს რისკი რამდენად მისაღები იქნება კომერციული ბანკებისთვის არსებული პირობები.
"რეალურად ამ საკონკურსო პირობებით საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს. ვხედავ ერთ რისკს, რამდენად მისაღებია კომერციული ბანკებისთვის არსებული პირობები, რადგან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანკის გარეშე პენსიებს ვერ დავარიგებთ. ბანკებს უნდა აინტერესებდეთ ის პირობები რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობთ. 15 მილიონი ლარი და ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ბანკთა შორის განაკვეთს პლიუს 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. აქვე პირობად ჩაიდო, რომ კონკურენციის შედეგად შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთმა 15%-იანი მაქსიმუმი, მაგრამ შეიძლება შემცირდეს კონკურენციის შედეგად. ვხედავ საკმაოდ დიდ რისკს ბევრი კომერციული ბანკისთვის ეს არ იქნება მისაღები. საქართველოში სულ არის 14 ბანკი, მათგან სისტემური არის 3, რომელის რეალურად შეძლებს ამის განხორციელებას, თუ მათ უღირთ. კომერციული ბანკები არიან ბიზნეს სუბიექტები ისინი ყველაფერს გათვლიან იმის მიხედვით რამდენად მისაღებია ეს პირობები მათთვის,"-აცხადებს გიორგი კეპულაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.