12 ოქტომბერი 2026,   19:03
ვრცლად
პრემიერი: ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავ გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო, თუ გადაიხედება ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება განწყობების და გარკვეული ნაბიჯების დონეზეც, პროგრესი არის მინიმალური და ამის მიზეზია დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია კონკრეტული ბიუროკრატების დამოკიდებულებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ურთიერთობების გადატვირთვას.

"ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა დიალოგისთვის, დისკუსიისთვის, ყველა საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს არავითარი დახურული საკითხი. მზად ვართ დისკუსიისთის, თუ იქნება ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას, თუმცა ამ ეტაპამდე ვართ მოლოდინის რეჟიმში. ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე. სამწუხაროდ, ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო. თუ გადაიხედება ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები