მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა მედიასთან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა
"გახარებული ვარ, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ქედმაღლობაში არ ჩამომართვათ, იმდენი ვივარჯიშე, ისე მოვემზადე ჩემს გუნდთან ერთად, არ გამკვირვებია. ის ემოციების გამოხატვაც ფინალში იმან გამოიწვია, რომ დაძაბული ორთაბრძოლა იყო და, რა თქმა უნდა, მეოთხედ რომ მსოფლიოს იგებ, ადამიანს გაგიხარდება, თან ემოციური ვარ ძალიან," - განაცხადა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა.
ჩვენმა გუნდმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ოთხი მედალი - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა, რითაც მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ოფიციალურ გუნდურ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი აიღო.