12 ოქტომბერი 2026,   15:38
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი პენსიებისა და დევნილთა კომპენსაციის პროგრამაზე: უპრეცედენტოდ მასშტაბურია, სახელმწიფო მხრიდან გამოვლინებული ნება

ბატონო პრემიერ-მინისტრო, უპირველესად, მადლობა უნდა გამოგიცხადოთ თქვენ - ეს იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილებები იმთავითვე ინიციირებული და მხარდაჭერილი იქნა თქვენს მიერ და ამისთვის მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სარჯველაძემ შეაფასა ინიციატივები რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრმა გააჟღერა, გაზრდილ პენსიასა და დევნილების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამასთან დაკავშირებით.

"ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივებია, როგორც პირველი, ისე მეორე ინიციატივა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, რასაც სოციალური უზრუნველყოფა ჰქვია ხანდაზმული პირების და ამ თვალსაზრისით, მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბურია, სახელმწიფოs მხრიდან გამოვლენილი ნება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს სოციალური თვალსაზრისით პირები, რომელსაც ყველაზე მეტად შეიძლება ეს ესაჭიროებოდეთ.

რაც შეეხება დევნილთა მიმართულებას, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება ჩვენს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სწრაფ ტემპს შესძენს რეალურად დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს სააგენტო.

ეს დავალება მიღებულია, დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით.
ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი, როგორც აღინიშნა და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის რეალურად არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ. ამისთვის კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები