12 ოქტომბერი 2026,   20:11
ვრცლად
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ყურადღება დაეთმო 2027 წელს თბილისში თურქეთის კულტურის დღეების ჩატარების ინიციატივას. აღინიშნა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ღონისძიების ორგანიზებას გაუწევს კოორდინაციას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჰასან მურათოღლუ.

დღის ამბები