23 მაისი 2022,   15:16
ვრცლად
ნიკა გვარამია სუს-ში მივიდა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცოტა ხნის წინ მივიდა.

საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას, რომელზეც ინფორმაცია "ქრონიკა პლიუსმა" გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა დაუკვეთა, რის შემდეგაც ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ.

დღის ამბები