საფრანგეთის ბიზნეს-კონფედერაციის დელეგაციამ ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან გამართა. ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში 20-ზე მეტი ფრანგული კომპანიის წარმომადგენელია, რომლებიც საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს სწავლობენ. ისინი ძირითადად ტრანსპორტის, საინჟინრო, ფინანსებისა და ურბანული განვითარების მიმართულებით ინტერესდებიან.