21 ოქტომბერი 2021,   06:08
ვრცლად
უკრაინაში მსახიობ გუჯა ბურდულის ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, კინოფესტივალ "კიტი"-ს ფარგლებში მსახიობ გუჯა ბურდულის ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლიპი, რომელშიც 80 წლის მსახიობი რომანსს ასრულებს, მისმა შვილმა, მაკა ბურდულმა გადაიღო და გუჯა ბურდულის საიუბილეო წელს მიუძღვნა.

კლიპში მოხვდა კადრები მსახიობის კინოცხოვრებიდან. გადაღებები სამი დღის განმავლობაში, თბილისში, მცხეთასა და სოფელ ლამისყანაში მიმდინარეობდა. მაკა ბურდულის ნამუშევარმა ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა.

23 სექტემბერს კლიპს უკრაინაში ქართული კულტურის დღეებზე აჩვენებენ.


დღის ამბები