12 ოქტომბერი 2026,   03:05
ვრცლად
კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო აჭარაში 10-მდე ობიექტი დაილუქა

შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. აჭარის რეგიონში, ბოლო დღეების განმავლობაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. დაილუქა 10-მდე ობიექტი.
აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული. 
​
შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნეს ობიექტებს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. უწყება მადლობას უხდის იმ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებმაც შრომის ინსპექციის რეკომენდაცია გაიზიარეს და დაანონსებული ღონისძიებები გააუქმეს.

დღის ამბები