02 აგვისტო 2021,   21:59
ვრცლად
გაზრდის თუ არა ინვესტიციებს მდგრადი განვითარების რეიტინგში დაწინაურება - ოპოზიცია "ოცნებას" რეალური გეგმის შემუშავებას ურჩევს

კემბრიჯის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველო ორი პოზიციით დაწინაურდა. 2021 წლის ანგარიშის თანახმად, 205 ქვეყანას შორის საქართველო 56-ე ადგილზე მოხვდა.

კვლევა სხვადასხვა გამოწვევას მოიცავს, მათ შორის არის მშვიდობა და სამართლიანობა, სიღარიბე, განათლება, კლიმატი და ეკოლოგია.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის ინდექსის გაუმჯობესება, საქართველოში ინვესტიციების რაოდენობას გაზრდის.

ხელისუფლების იმედებს ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს და რეიტინგების ნაცვლად პოსტპანდემიური ეკონომიკის ასამუშავებლად რეალური გეგმის შემუშავებას ურჩევს.

დღის ამბები