01 აგვისტო 2021,   15:37
ვრცლად
წყალტუბოში ნამოხვანჰესის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს - ადგილობრივი ჰესის მშენებლობას ითხოვენ

წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში ნამოხვანჰესის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილობრივი ჰესის მშენებლობას ითხოვენ და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე  ბულინგი და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.

ადგილობრივების თქმით, მათ არ ეძლევათ სათანადო მუშაობის შესაძლებლობა. ისინი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, თუ არ მოხდება მათი უსაფრთხოების დაცვა, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

"ჩვენ გვინდა ჰესი, რადგან ეს ხეობის განვითარების ერთადერთი გზაა. არ გვეძლევა მუშაობის უფლება. ვართ ბულინგის მსხვერპლი, გვესვრიან ქვებს. რა უფლება აქვთ პროდუქტს რომ არ ატარებენ სოფლებში? მოვითხოვთ, რომ  ხელისუფლებამ დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება,"-აცხადებენ ადგილობრივები.

დღის ამბები